ფეხბურთი

14:23 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მთავარი სენსაცია - ვაჟა თარხნიშვილის ტირასპოლის „შერიფი“

ოთხშაბათს, მოლდოვური „შერიფი,“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ფლეი ოფის საპასუხო მატჩში, სტუმრად ზაგრების „დინამოს“ უგოლოდ დაშორდა და რახან პირველი შეხვედრა 3:0 მოეგო, ისტორიაში პირველად მოხვდა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე.

მანამდე ტირასპოლელებმა ტურნირიდან ალბანური „ტეუტა,“ სომხური „ალაშკერტი“ და სერბული „ცრვენა ზვეზდა“ გამოთიშეს.

მათი მთავარი მწვრთნელი, იური ვერნიდუბი სიხარულისგან ცას ეწია. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ. გუნდში ერთი ოცნებით მოვედი - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეთამაშა და ეს ოცნება ამიხდაო - უთხრა ვერნიდუბმა ჟურნალისტებს..

ვერნიდუბი მეორე უკრაინელი სპეციალისტია, რომელმაც უცხოური გუნდი ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. პირველი სერგეი რებროვი გახლდათ, რომელმაც ამავე ეტაპზე 2020-21 წლების სეზონში უნგრული „ფერენცვაროში“ ათამაშა, ჩვენი ლაშა დვალით.

შეგახსენებთ, რომ "შერიფის" ამჟამინდელი დირექტორი, გუნდის ოდინდელი ლეგენდა, ვაჟა თარხნიშვილია.

0.135764