თურქეთის ქალაქ სტამბოლში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 გუნდი ტრადიციულად 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა და ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა, რომელთაგანაც რამდენიმე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.
ნამდვილად გამორჩეულია A და B ჯგუფები, სადაც ძალიან ძლიერი გუნდები მოხვდნენ. არც სხვა ქვეჯგუფებს დაეწუნებათ არაფერი და ფაქტია, რომ წინ საინტერესო მატჩები გველოდება.
A ჯგუფი
„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი)
„ლაიფციგი“ (გერმანია)
„ბრიუგე“ (ბელგია)
B ჯგუფი
„ატლეტიკო“ (ესპანეთი)
„ლივერპული“ (ინგლისი)
„პორტუ“ (პორტუგალია)
„მილანი“ (იტალია)
C ჯგუფი
„სპორტინგი“ (პორტუგალია)
„დორტმუნდი“ (გერმანია)
„აიაქსი“ (ნიდერლანდები)
„ბეშიქთაში“ (თურქეთი)
D ჯგუფი
„ინტერი“ (იტალია)
„რეალი“ (ესპანეთი)
„შახტარი“ (უკრაინა)
„შერიფი“ (მოლდოვა)
E ჯგუფი
„ბაიერნი“ (გერმანია)
„ბარსელონა“ (ესპანეთი)
„ბენფიკა“ (პორტუგალია)
„დინამო კიევი“ (უკრაინა)
F ჯგუფი
„ვილიარეალი“ (ესპანეთი)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი)
„ატალანტა“ (იტალია)
„იანგ ბოიზი“ (შვეიცარია)
G ჯგუფი
„ლილი“ (საფრანგეთი)
„სევილია“ (ესპანეთი)
„ზალცბურგი“ (ავსტრია)
„ვოლფსბურგი“ (გერმანია)
H ჯგუფი
„ჩელსი“ (ინგლისი)
„იუვენტუსი“ (იტალია)
„ზენიტი“ (რუსეთი)
„მალმიო“ (შვედეთი)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სტარტს 14 სექტემბერს აიღებს, ხოლო ტურნირის მთლიანი განრიგი ასეთია:
ჯგუფური ეტაპი
I ტური - 14/15 სექტემბერი
II ტური - 28/29 სექტემბერი
III ტური - 19/20 ოქტომბერი
IV ტური - 2/3 ნოემბერი
V ტური - 23/24 ნოემბერი
VI ტური - 7/8 დეკემბერი
მერვედფინალი - 15/16, 22/23 თებერვალი და 8/9, 15/16 მარტი
მეოთხედფინალი - 5/6 აპრილი და 12/13 აპრილი
ნახევარფინალი - 26/27 აპრილი და 3/4 მაისი
ფინალი - 28 მაისი (სანქტ-პეტერბურგი)