ჩოგბურთი

23:50 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძემ US Open-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრე დაძლია.

ბოლქვაძე უკრაინელ დარია სნიგურს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში 2:1 დაამარცხა. მარიამმა პირველი სეტი 7:5 მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ჩაწოდება სამჯერ წააგო, ოთხი ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა.

მეორე სეტში უკვე უკრაინელმა მოახერხა მობილიზება 6:4 მოიგო, რის შედეგადაც, ყველაფერი ბოლო სეტმა გადაწყვიტა, რომელშიც ჩოგბურთელებმა საკუთარი ჩაწოდება მხოლოდ სამჯერ მოიგეს (ორჯერ მარიამმა, ერთხელ მეტოქემ). სამაგიეროდ, მეტოქის ჩაწოდებაზე ორივე მოწოდების სიმაღლეზე იყო და ჩვენებურმა 6:4 იმარჯვა. ბოლქვაძეს ეისი არ ჰქონია და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, თუმცა გამარჯვება მაინც მოიპოვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მარიამ ბოლქვაძე 26 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ემა რადუჩანუს დაუპირისპირდება.

0.127555