პოლონეთში ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც მარიამ მურღვლიანმა (U15) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
15 წლის ქართველმა სამივე დისციპლინაში ოქროს მედლის დასაკუთრება შეძლო. შედეგად, სამი ოქროს მედალი მოიპოვა. მურღვლიანმა ატაცში 85 კგ დაძლია, აკვრაში 105 და შედეგად, ორჭიდში 190 კგ დააგროვა. აღსანიშნავია, რომ სამივე შედეგი დისციპლინის რეკორდია და ვერცხლისმედალოსანს 21 კგ-ით აჯობა.
მარიამ მურღვლიანი პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოუტანა.