ფეხბურთი

18:46 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ატლეტიკომ" ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ბერლინის „ჰერტას“ ნიჭიერი ბრაზილიელი თავდამსხმელი მათეუს კუნია დაიმატა. ინფორმაცია ესპანური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კუნიამ „როხიბლანკოსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 24 წლის შემტევის სანაცვლოდ გერმანულმა კლუბმა 30 მილიონი ევრო მიიღო. კუნიამ „ჰერტას“ რიგებში 39 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მანამდე კი „ლაიფციგსა“ და შვეიცარიულ „სიონში“ თამაშობდა.

ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების რიგებში ის ცოტა ხნის წინ ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონიც გახდა.

0.1106