ჰარი კეინი ლონდონის „ტოტენჰემში“ რჩება. ინფორმაცია ინგლისელმა ფეხბურთელმა თავად გაავრცელა. მან ტვიტერში დაწერა, რომ გადაწყვეტილება მიიღო და „დეზების“ ღირსებას კიდევ ერთი სეზონი დაიცავს.
„წარმოუდგენელი სანახავი იყო კვირას გულშემატკივრებთან შეხვედრა და მხარდამჭერი მესიჯების წაკითხვა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განვლობაში მივიღე. ამ ზაფხულში „ტოტენჰემში“ ვრჩები და 100%-ით ორიენტირებული ვიქნები კლუბს წარმატების მიღწევაში დასახმარებლად“, - დაწერა სოციალურ ქსელში ინგლისელმა.
ამრიგად, კეინის სატრანსფერო საგა დასრულდა და „მანჩესტერ სიტის“, რომელიც მასში 150 მილიონ ევროზე მეტს იხდიდა, სხვა ფორვარდის მოძებნა მოუწევს. „ქალაქელებს“ ბოლო დროს კრიშტიანუ რონალდუს უკავშირებენ და არაა გამორიცხული პეპ გვარდიოლას გუნდმა „იუვენტუსის“ 36 წლის შემტევი დაიმატოს.