ლისაბონის „ბენფიკა“, „მალმიო“ და „იანგ ბოიზი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. სამივე კლუბმა პლეი-ოფის დაძლევა მოახერხა.
„იანგ ბოიზმა“ უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშს“ აჯობა სტუმრად 3:2 და სახლშიც ამავე ანგარიშით ჰქონდა მოგებული. ამრიგად, შვეიცარიის ჩემპიონი ჯგუფშია, უნგრეთის - ევროპა ლიგაზე გადაერთვება. გიორგი ხარაიშვილსა და ლაშა დვალს არ უთამაშიათ.
შვედურმა „მალმიომ“ მოახერხა და, ორი მატჩის ჯამში ბულგარულ „ლუდოგორეცს“ 3:2 აჯობა. რაზგრადელებმა საკუთარ მოედანზე შვედებს 2:1 კი მოუგეს, მაგრამ „მალმიოს“ საკუთარ კედლებბში ჰქონდა კომფორტული უპირატესობა მოპოვებული (2:0) და ეს გამოიყენა.
ლისაბონის „ბენფიკამ“ პსვ ეინდჰოვენთან 1 საათი კაცნაკლულმა ითამაშა, მაგრამ გაძლო და ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. პორტუგალიაში „არწივებმა“ 2:1 მოიგეს, ხოლო „ფილიპს არენაზე“ გოლი არ გასულა.
შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 29 მონაწილე ცნობილია. სამიც დღეს გაირკვევა, ხოლო 26 აგვისტოს, სტამბოლში ჯგუფური ეტაპის წილისყრა შედგება და 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება.
„ფერენცვაროში“ - „იანგ ბოიზი“ 2:3 (2:1) - ორი მატჩის ჯამში - 4:6
გოლები: 0:1 ზესიგერი (5), 1:1 ვინგო (18), 2:1 მაე (27), 2:2 ფასნახტი (56), 2:3 მამბიმბი (90)
„ლუდოგორეცი“ – „მალმიო“ 2:1 (1:1) - ორი მატჩის ჯამში - 2:3
გოლები: 1:0 ნედიალკოვი (10), 1:1 ბირმანჩევიჩი (42), 2:1 სოტირიუ (60)
პსვ ეინდჰოვენი - „ბენფიკა“ 0:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში - 1:2