ფეხბურთი

23:00 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის კლუბებმა ფეხბურთელების რამდენიმე ნაკრებში გაშვებაზე უარი თქვეს

პრემიერლიგის კლუბების საერთო გადაწყვეტილების თანახმად, ისინი ფეხბურთელებს სექტემბერის სანაკრებო შეკრებაზე არ გაუშვებენ იმ ქვეყნებში, რომლებიც დიდ ბრიტანეთს კორონავირუსის პანდემიის გამო წითელ სიაში ჰყავს შეყვანილი.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, კლუბებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს და მათ მხარს პრემიერლიგაც უჭერს. მთლიანობაში 19 კლუბის თითქმის 60 ფეხბურთლი ვერ შეძლებს სანაკრებო შეკრებაზე წასვლას.

წითელ სიაში დიდ ბრიტანეთს 26 ქვეყანა ჰყავს შეყვანილი, მათ შორის ბრაზილია, არგენტინა, ურუგვაი და მექსიკა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის წითელ სიაში საქართველოც იმყოფება, მაგრამ ვინაიდან პრემიერლიგაში ქართველი ფეხბურთელი არ თამაშობს, კლუბების დაწესებული შეზღუდვა ბუნებრივია საქართველოს ვერ შეეხება. წითელი სიის ქვეყნებიდან ბრიტანეთში დაბრუნებულ ადამიანს 10-დღიანი სავალდებულო კარანტინი ელის, რაც კლუბებისთვის მიუღებელია და მოთამაშეების გაშვებაზეც უარი ამიტომ განაცხადეს.

0.123478