ფეხბურთი

21:05 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფას პრეზიდენტის ჯილდო ექიმებს და კიაერს, რომლებმაც ერიკსენი გადაარჩინეს

ექიმებს, რომლებმაც კრისტიან ერისკენის სიცოცხლე გადაარჩინეს, უეფას პრეზიდენტის ჯილდო გადაეცათ. იგივე პატივი ხვდა წილად დანიის ნაკრების კაპიტან სიმონ კიაერს, რომელმაც მას დახმარება პირველმა აღმოუჩინა.

„მადლობა მინდა გადავუხადო დანიის ნაკრების ექიმებს, სამედიცინო გუნდს, რომელიც 12 ივნისს „პარკენის“ სტადიონზე დამეხმარა. თქვენ სამუშაო შესანიშნავად შეასრულეთ და ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეთ. ასევე მადლობა ჩემს მეგობარს და კაპიტან სიმონ კიაერს, დანიის ნაკრების თანაგუნდელებს, რომლებიც ყოველთვის მხარში მედგნენ. გულშემატკივრებს შეტყობინებებისთვის, ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს“, - თქვა ერისკენმა.

უეფას პრეზიდენტის ჯილდოთი ექიმები მოგენს კრაიტცფელდტი, ფრეგერიკ ფლენსტედი, ანდერს ბოესენი, პედერ ერსგორდი, იენს კლაინეფელედი, ვალენტინ ველიკოვი, მორტენ სკიოლდაგერი და მორტენ ბოესენი დაჯილდოვდნენ, ასევე ფეხბურთელი სიმონ კიაერი.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენს გულის შეტევა 12 ივნისს, ფინეთთან მატჩის პირველ ტაიმში დაემართა და რამდენიმე წუთი გათიშული იყო. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს და ამჟამად დანიელი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ფეხბურთში დაბრუნების შესახებ ჯერჯერობით ცნობა არ ვრცელდება.

0.118256