ინგლისურმა „ლივერპულმა“ ენდრიუ რობერტსონს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია მერსისაიდელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
27 წლის შოტლანდიელი მარცხენა მცველი „ენფილდ როუდზე“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ რობერტსონი 2017 წელს „ჰალ სიტიდან“ შეიძინა და მას შემდეგ 177 მატჩში მიიღო მონაწილეობა.