მადრიდის „რეალმა“ ფედერიკო ვალვერდეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმად ურუგვაელი ფეხბურთელი „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
23 წლის საყრდენი ნახევარმცველი მადრიდელთა გეგმებში შედის და მასზე დიდ იმედს ამყარებენ.
ვალვერდე „რეალმა“ 2016 წელს „პენიაროლიდან“ დაიმატა, ხოლო მთავარ გუნდში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა. მას შემდეგ მან 104 მატჩში 5 გოლი გაიტანა.