კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით დიდი ზეიმი გაიმართა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, ღონისძიებასთან დაკავშირებით გამოჩენილი ადამიანები დააჯილდოვა.
მათ შორის იყო კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი, ცოტა ხნის წინათ კი უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო.
შევჩენკოს იაროსლავ ბრძენის (კიევის დიდი მთავარი) მე-5 ხარისხის ორდენი გადასცეს, უკრაინისთვის გაწეული ღვაწლისათვის.
შევჩენკოს სხვა ჯილდოებიც მრავლად აქვს, უკრაინის გმირის ორდენის ჩათვლით.