ფეხბურთი

0:10 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, პსჟ-მ შესაძლოა ის გაყიდოს

„პარი სენ ჟერმენი“ კილიან მბაპეს გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში არ გამორიცხავს. ამის შესახებ RMC Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, პარიზელებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თავდამსხმელმა მორიგი უარი თქვა ახალი კონტრაქტის განახლებაზე. როგორც გამოცემა იტყობინება, მბაპემ ახალ ხელფასზეც უარყოფითი პასუხი დაუბრუნა კლუბს, რომელიც ლიონელ მესისა და ნეიმარის ანაზღაურებას ჩამორჩებოდა.

კილიან მბაპეს შეძენით მხოლოდ ამ ეტაპზე მადრიდის „რეალია“ დაინტერესებული, თუმცა ესპანელებს პარიზელთათვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მბაპემ საფრანგეთის ლიგა 1-ში სამი მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.114995