ფეხბურთი

20:06 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა სექტემბერის მატჩებისთვის ცნობილია

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოესი სამი მატჩისთვის ცნობილია. ლიონელ სკალონიმ გუნდში დააბრუნა პაულო დიბალა, რომელსაც „ალბისელესტეში“ 2019 წლის შემდეგ არ უთამაშია.

კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონი სექტემბერში სამი მატჩისთვის ამ შემადგენლობით მოემზადება:

მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, ინგლისი), ხუან მუსო (ატალანტა, იტალია), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ხერონიმო რული (ვილიარეალი)

მცველები: კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), გონსალო მონტელი (სევილია, ესპანეთი), მარკოს აკუნია (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), ხერმან პესელა (ბეტისი, ესპანეთი), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ნიდერლანდები), ლისანდრო მარტინესი (აიაქსი), ლუკას მარტინესი (ფიორენტინა, იტალია), ნაუელ მოლინა (უდინეზე, იტალია), ხუან ფოიტი (ვილიარეალი, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ხოაკინ კორეა (ლაციო, იტალია), ლეანდრო პარედესი (პსჟ, საფრანგეთი), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი, ინგლისი), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი, გერმანია), ნიკოლას დომინგესი (ბოლონია, იტალია), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო, ესპანეთი), ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი), ალეხანდრო გომესი (სევილია, ესპანეთი), ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა, იტალია), ემილიანო ბუენდია (ასტონ ვილა, ინგლისი)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (პსჟ, საფრანგეთი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ხულიან ალვარესი (რივერ პლეიტი)

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები ვენესუელას (3 სექტემბერი), ბრაზილიას (5 სექტემბერი) და ბოლივიას (10 სექტემბერი) დაუპირისპირდება. ლიონელ სკალონის გუნდს მუნდიალის შესარჩევ ციკლში 6 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.

0.107398