სხვა

1:10 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პაკიაო უგასთან სატიტულო შეხვედრაში დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონის, კუბელი იორდენის უგასის და ყოფილი ჩემპიონის, ლეგენდარული ფილიპინელის, მანი პაკიაოს შეხვედრა პირველის გამარჯვებით დასრულდა. უგასმა WBA-ის (კრივის მსოფლიოს ასოციაცია) ვერსიით, როჭოს წონაში (67 კგ) ჩემპიონის სარტყელი შეინარჩუნა.

სამივე მსაჯმა გამარჯვება (115-113, 116-112, 116-112) ნუგასს მიაკუთვნა. ის ბრძოლის მეორე ნახევარში უკეთ იბრძოდა და უფრო ზუსტიც იყო. მისი ჯები ხშირად ხვდებოდა მიზანს, პაკიაოს ზუსტი დარტყმების შესრულება უჭირდა. და ეს ორწლიანი პაუზის შემდეგ, გასაკვირი არცაა.

წაგების შემდეგ პაკიაომ, ვინც მსოფლიო ჩემპიონის წოდებას, რვა წონით კატეგორიაში ფლობდა, განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასრულებს თუ არა თავის 26-წლიან პროფესიონალურ კარიერას.

„ჯერ არ ვიცი. ვწუხვარ, რომ დღეს წავაგე. რაც შემეძლო გავისარჯე, მაგრამ ფეხები დამძიმებული მქონდა, რაც მოძრაობას მიზღუდავდა“, - განაცხადა პაკიაომ, ვინც პირვანდელი შეთანხმებით, იმავე როჭოს წონაში WBC-ს (კრივის მსოფლიო საბჭო) და IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) ჩემპიონს, ამერიკელ ეროლ სპენს უმცროსს უნდა შეხვედროდა. მაგრამ ამან მარცხენა თვალის ტრავმა მიიღო და ბრძოლა ვერ შეძლო.

სხვათა შორის, უგასი WBA-მ ჩემპიონად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ტიტული პაკიაოს უმოქმედობის გამო ჩამოართვა.

„T-მობილ არენაზე“ შეხვედრას 17 438 მაყურებელი დაესწრო. პაკიაომ აგრესიულად დაიწყო და სიჩქარითტ და კომბინაციებით ავიწროებდა მეტოქეს. კუბელმა თავისი გრძელი ხელების უპირატესობა, ჯერ დაცვისთვის, შემდგ კი შეტევებისთვისაც გამოიყენა.

42 წლის პაკიაომ ხელი უგასთან (პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია) შედარებით, ორჯერ მეტი მოქნევა შეასრულა, კუბელი თავის არიდებას ახერხებდა და უფო ზუსტიც იყო. ამ ბრძლის მოგების შემდეგ, 35 წლის უგასის სტატისტიკა 27-4-მდე გაუმჯობესდა.

„ახლა ჩემი მიზანი ტიტულების გაერთიანებაა. ყველა ამბობს, რომ ის ჩემპიონია. დრეს კი ყველამ იცის, ვინაა რეალური ჩემპიონი“, - განაცხადა უგასმა.

რაც შეეხება პაკიაოს, ის მომავალ თვეში გამოაცხადებს, აპირებს თუ არა ფილიპინების პრეზიდენტობაზე კენჭისყრას. მან ახლანდელ პრეზიდენტ როდრიგო დუარტესგან მხარდაჭერა უკვე მიიღო.

0.142424