ფეხბურთი

21:59 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის ჩემპიონატში ულამაზესი ჯარიმა გაიტანა (+VIDEO)

პოზნანის „ლეხის“ ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ულამაზესი გოლი გაიტანა. ექსკტრაკლასას მეხუთე ტურში ჩვენებურმა გდანსკის „ლეხიას“ კარში საჯარიმო დარტყმით შეძლო გატანა.

მან 63-ე წუთზე ძალიან ძლიერად და ზუსტად დაარტყა ჯარიმა და ფანტასტიკური გოლი გამოუვიდა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და მისმა გუნდმა 2:0 მოიგო. ნიკა 73-ე წუთზე შეცვალეს.

კვეკვესკირმა მიმდინარე სეზონში მეოთხე მატჩი ჩაატარა და არათუ ამ სეზონში, არამედ ზოგადად პირველი გოლი გაიტანა პოლონური გუნდის მაისურით, რომელსაც იანვარში შეუერთდა.

„ლეხს“ 5 ტურში 13 ქულა აქვს და ექსტრაკლასას ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 28 აგვისტოს, „პოგონთან“ გამართავს.

0.11547