მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ სეზონის პირველი მატჩი შეაფასა. „ნერაძურის“ თავკაცის პოსტზე იტალიელს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა, რადგან მისმა გუნდმა „ჯენოა“ 4:0 გაანადგურა. ინძაგი ძალიან კმაყოფილი იყო.
„სეზონი საუკეთესოდ დავიწყეთ სტადიონზე დაბრუნებული გულშემატკივრის თვალწინ, ამაზე უკეთ დაწყება წარმოუდგენელი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაუტარო, სანჩესი, გალიარდინი და ახალი ფორვარდი გვაკლდა, რომელსაც დავიმატებთ. ჩალჰანოღლუ? როდესაც „ლაციოში“ ვმუშაობდი და ის „მილანში“ თამაშობდა, ყოველთვის პრობლემებს გვიქმნიდა, გაგვიმართლა, რომ დავიმატეთ, გუნდს მაშინვე შეეწყო და ჯერ კიდევ შეუძლია ზრდა. ის ჯერაც ახალგაზრდაა და თვითონაც არ იცის, რამდენად ძლიერია“, - თქვა ინძაგიმ.
აქვე გეტყვით, რომ “ინტერი“ სერია A-ს მეორე ტურში 27 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება.