ფეხბურთი

2:09 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" დაეტყო, რომ მესი პარიზშია

„გრანადასა“ და „ვალენსიას“ მატჩი ძალიან ხისტი გამოდგა. ეს სანახაობა ფეხბურთს ხანდახან ემსგავსებოდა, დანარჩენ დროს კი უხეშობაში გადასული ბრძოლა მიმდინარეობდა. ხშირად ერეოდნენ ექიმები. ამიტომაც იყო, რომ უკვე პირელ ტაიმში რამდენიმე მოთამაშეს ორივე გუნდიდან თავი შეხვეული ჰქონდა.

შედეგად, სახიფათო მომენტებიც ცოტა შეიქმნა. მაინც, უფრო შინაარსიან ფეხბურთს „გრანადა“ გვთავაზობდა. უკეთ გახლდათ ორგანიზებული და თავისი სტილი ეტყობოდა. მასპინძლებმა მე-16 წუთზე გახსნეს ანგარიში. კარლოს ბაკამ ლუის სუარესი გრძელი პასით ფაქტობრივად მამარდაშვილის პირისპირ დატოვა და კოლუმბიელსაც გატანა არ გასჭირვებია.

მეორე ტაიმში მასპინძლები ცოტა დაიღალნენ, თუმცა ბრძოლას აგრძელებდნენ. მერე მადრიდელმა არბიტრმა, კარლოს დელ სერომ, მათ კარში საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა კარლოს სოლერმა. საბოლოოდ - 1:1.

მამარდაშვილსთვის ეს სტადიონი ნიშანდობლივია. შარშან, სექტემბერში, ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ის თბილისის „ლოკომოტივის“ კარს იცავდა „გრანადას“ წინააღმდეგ. მართალია, გრანადელებმა მაშინ 2:0 მოიგეს, მაგრამ გიორგიმ შესანიშნავად ითამაშა. სწორედ მაშინ შეამჩნიეს ესპანელებმა და მერე „ვალენსიაშიც“ აღმოჩნდა.

„ბარსელონას“ კი მიჯრით მეორე ბასკური დაპირისპირება არ გამოუვიდა. ბილბაოს „ატლეტიკმა“ აჯობა კატალონიელებს და თუ კუმანის შეგირდები შინ უქულოდ არ ბრუნდებიან, ეს ინდივიდუალური ოსტატობის ნაყოფია. დამთავრებამდე 15 წუთით ადრე, მათმა ნიდერლანდელმა ახალწვეულმა, მემფის დეპაიმ, ულამაზესი გოლით გაათანაბრა ანგარიში. მანამდე დე იონგი ასევე ლამაზად უგდებდა მეკარეს თავზე ბურთს, მაგრამ მასპინძლები ხარიხამ გადაარჩინა.

დანარჩენ დროს ბასკები დომინირებდნენ. საბოლოოდ, აქაც - 1:1.

ახლა „ბარსელონას“ გამადიდებელი შუშით უყურებენ. აბა, რა იქნებოდა, ამ მატჩში მესის რომ ეთამაშა? არგენტინელს მართლაც ხშირად ლამის მარტოს მოუგია ასეთი შეხვედრები. მაგრამ ახლა მესი პარიზშია...

ესპანეთი

პრიმერა. მე-2 ტური

21 აგვისტო

გრანადა - ვალენსია 1:1

გრანადა. „ნუევო ლოს-კარმენეს“

1:0 სუარესი (16), 1:1 სოლერი (87 პენ)

გრანადა: ესკანდელი, ნევა, აბრამი (პუერტასი 46), დუარტე, სანჩესი, ფულკიე, მონტორო, გონალონი, სუარესი (მაჩისი 72), ბაკა (მოლინა 67), მონჩუ (მილა 46)

მწვრთნელი: რობერტ მორენო

ვალენსია: მამარდაშვილი, გაია, ალდერეტე, პაულისტა, კორეა, ჩერიშევი (დიაკაბი 90+5), რაჩიჩი, ვასი, სოლერი (ხასონი 89+2), გომესი, გედეში (ვალიეხო 79)

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

მსაჯი: კარლოს დელ სერო

გაფრთხილება: დუარტე (45+3), მონჩუ (45), სანჩესი (49); ალდერეტე (65), კორეა (81)

ბილბაო - ბარსელონა 1:1

ბილბაო. „ნუევო სან-მამესი“

1:0 მარტინესი (50), 1:1 დეპაი (75)

ბილბაო: აგირესაბალა, ლეკუე, ვივიანი, მარტინესი, ბალენსიაგა, ბერენგერი (მორსილიო 82), დანი გარსია (სარაგა 82), ვენსედორი (ვესგა 67), მუნიაინი (ნიკო უილიამსი 76), ინიაკი უილიამსი, სანსეტი (რაულ გარსია 67)

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

ბარსელონა: ნეტო, დესტი (ემერსონი 82), გარსია, პიკე (არაუხო 31), ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი (სერხი რობერტო 62), დეპაი, ბრეითვეიტი (დემირი 62), გრიზმანი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: მარტინესი (20); გარსია (28), ალბა (76)

გაძევება: გარსია (90+3)

ალავესი - მალიორკა 0:1

0:1 ნინიო (80)

გაძევება: დუარტე (66 ) - ალავესი

ესპანიოლი - ვილიარეალი 0:0

20 აგვისტო

ბეტისი - კადისი 1:1

0:1 ნეგრედო (11 პენ), 1:1 ხუანმი (22)

22 აგვისტო

სოსიედადი - რაიო ვალეკანო

ლევანტე - რეალი

23 აგვისტო

ხეტაფე - სევილია

ოსასუნა - სელტა

0.138716