კალათბურთი

22:18 | 21.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროჩელენჯის ფინალში წააგო

ფიბას ევროჩელენჯის ფინალში საქართველოს 16-წლამდე ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდა, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდა და მაშინ დაამარცხა, მაგრამ ამჯერად მარცხი განიცადა. ირაკლი ტომარაძისა და ნიკოლოზ ცინცაძის გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო პერიოდი ჩააგდო და წააგო.

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მესამე პერიოდი კი საქართველომ 5 ქულით მოიგო და გამარჯვებისკენ ნაბიჯი გადადგა. თუმცა, დასკვნით მეოთხედში უპირატესობა უნგრელებმა მოიპოვეს, რომელიც 8 ქულის სხვაობით 26:18 მოიგეს, ხოლო მატჩი 75:72 და ევროჩელენჯის გამარჯვებულნი გახდნენ.

საქართველოს ნაკრებში ლუკა ლომთაძე 16 ქულით და 9 მოხსნით, ნიკოლოზ აბულაძე 15 ქულით, თენგო გოგიშვილი 12 ქულით, 4 მოხსნით და 3 პასით, გიორგი ბერუაშვილი 10 ქულით და ვაჩე გეგეშიძე 7 ქულით და 6 მოხსნით გამოირჩნენ.

საქართველოს ნაკრებმა ევროჩელენჯი საბოლოოდ მეორე პოზიციაზე დაასრულა და ჩატარებული 5 თამაშიდან სამი მოიგო, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი ლუკა ალავიძე დასახელდა.

უნგრეთი - საქართველო 75:72 (19:17, 17:19, 13:18, 26:18)

0.212585