კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსიდან“ შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა, მაგრამ ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრის ცნობა არ დაადასტურა.
„რონალდუ გუნდისთვის ხელმისაწვდომია, კარგად ვარჯიშობს და არასდროს ჰქონია წასვლის სურვილი. მითხრა, რომ „იუვეში“ რჩება“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონს 22 აგვისტოს, „უდინეზესთან“ საგარეო მატჩით დაიწყებს.