სტამბოლის „გალათასარაის“ ფეხბურთელი მარკაო თურქეთის სუპერლიგაში 8 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამის მიზეზი კი თამაშის დროს თანაგუნდელთან ჩხუბი გახდა.
მარკაომ კერემ აკტიორკუღლუს სახეში ხელი ორჯერ გაარტყა. მსაჯმა ვიდეორეფერი გამოიყენა და ბრაზილიელ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. სადისციპლინო კომიტეტმა ინციდენტზე იმსჯელა და მარკაოს საკმაოდ მკაცრი განაჩენი გამოუტანეს.
შეგახსენებთ, ფათიჰ თერიმის გუნდი ამჟამად ევროპა ლიგის პლეი-ოფში თამაშობს, სადაც დანიურ „რანდერსთან“ ფრედ 1:1 ითამაშა.