ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ საფრანგეთის ქალაქ კურშევილში იუნოირთა გრან პრიზე მეშვიდე ადგილი დაიკავა.
თავისუფალ პროგრამაში ურუშაძემ 90.59 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილი დაიკავა. მანამდე მან 52.29 ქულით ასევე მეშვიდე პოზიცია დაიკავა მოკლე პროგრამაში და საბოლოო ჯამშიც მე-7 ადგილზე გავიდა - 142.88 ქულით.
ჩემპიონის ტიტული ამერიკელმა ლინდსი ტორნგერენმა მოიპოვა, რომელმაც ასპარეზობა საბოლოო ჯამში 181.45 ქულით დაასრულა.