ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯეიმს უორდ-პროუზმა "საუთჰემტპონთან" ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
უორდ-პროუზი "წმინდანების" აკადემიის აღზრდილია და 2012 წლიდან შეუცვლელად პირველი გუნდის წევრია. ჯეიმსი ასევე, გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი და ლიდერია. გასულ სეზონში ინგლისელმა "საუთჰემპტონის" მაისურით პრემიერლიგაში 38 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯეიმსი ასევე არის ინგლისის ნაკრების წევრი, თუმცა ევრო 2020-ის განაცხადში ვერ მოხვდა.