ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი გარი კეჰილი კარიერას "ბორნმუთში" გააგრძელებს. როგორც "ალუბლების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გარი გუნდს პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარება.
კეჰილმა "გასული ორი სეზონი "კრისტალ პალასში" გაატარა და "არწივები" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ფეხბურთელმა მანამდე შვიდი სეზონი ლონდონის "ჩელსის" რიგებში გაატარა, ორ-ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ევროპა ლიგის გამარჯვებული, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. "ბორნმუთი" კი ამჯერად ჩემპიონშიფში თამაშობს და სამი ტურის შემდეგ შვიდი ქულით მეხუთე ადგილზეა.