ფეხბურთი

19:27 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიამ" რაფა მირი დაიმატა

"სევილიამ" ესპანელი ფეხბურთელი რაფა მირი დაიმატა. "ვულვზის" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ანდალუსიელებთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. თავდამსხმელის სანაცვლოდ ესპანელებმა 16 მილიონი ევრო გადაიხადეს.

რაფა ბავშვობაში "ბარსელონას", "მურსიას" და "ვალენსიას" აკადემიაში ვარჯიშობდა და "ღამურებმა" "ვულვზის" 2018 წელს მიჰყიდეს. მას შემდეგ მირი სამჯერ იყო განათხოვრებული. გასული სეზონი ესპანელმა "უესკაში" იჯარის წესით გაატარა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 39 მატჩში 16 გოლი გაიტანა. რაფა ზაფხულში ესპანეთის ოლიმპიურ გუნდში იყო გამოძახებული და ტოკიოში ვერცხლის მედალი მიიღო.

0.114114