ფეხბურთი

23:24 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" იტალიის ნაკრების მცველი დაიმატა

ლონდონის „ჩელსის“ მცველი ემერსონ პალმიერი კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც იტალიის ნაკრებში თამაშობს, ფრანგულ გუნდს იჯარით შეუერთდა.

„ლიონს“ მომდევნო ზაფხულს 27 წლის მცველის გამოსყიდვის უფლება არ ექნება, მხოლო ერთწლიანი იჯარაზე შეთანხმდნენ.

მიმდინარე სეზონში ემერსონმა „ჩელსის“ რიგებში ერთი თამაში ჩაატარა, გასულ სეზონში კი სათამაშო პრაქტიკას მოკლებული იყო. ემერსონი იტალიის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონი გახდა და ევრო 2020-ზე 4 თამაში ჩაატარა.

მას კარიერის საწყის ეტაპზე „სანტოსში“, „პალერმოსა“ და „რომაში“ უთამაშია.

0.133562