ფეხბურთი

21:30 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "უკეთესია მესის შესახებ ხალხმა სიმართლე არ იცოდეს"

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა და მათ შორის, ლიონელ მესიზეც ილაპარაკა.

ვალვერდეს ჰკითხეს, არის თუ არა სიმართლე, რომ „ბლაუგრანადან“ მესისთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს. ესპანელმა სპეციალისტმა ეს არ დაადასტურა, მაგრამ არც უარყო:

„ამ თემაზე საუბარი არ ღირს, საიდუმლოების ნაწილია. კარგია, რომ ყველაფერია, უკეთესია ადამიანებმა არ იცოდნენ ვინ ვართ სინამდვილეში, იფიქრონ, რომ ყველაფერი იციან. უმჯობესია სიმართლე არ იცოდნენ“, - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ერნესტო ვალვერდე „ბარსელონაში 2017-2020 წლებში მუშაობდა, მას შემდეგ კი სხვა გუნდი არ ჩაუბარებია.

0.116244