ძიუდო

19:04 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ლოლაძე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა (+VIDEO)

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა და 81 კგ წონით კატეგორიაში ალექსანდრე ლოლაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

ლოლაძე პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა იტალიელ ნიკოლა კიარისთან გამარჯვებით დაიწყო. შემდეგ მან რუმინელი ბოგდან პეტრე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა რუსი ილია მუსატოვი დაამარცხა. ფინალში ალექსანდრემ ფრანკ ჯეისონ ოკოის მოუგო და ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

დღესვე საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 90 კგ წონით კატეგორიაში არჩილ მამულაშვილმა, რომელიც ნახევარფინალში გავიდა, იქ დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ალირზა შხალიზადა დაამარცხა. +90 კგ წონით კატეგორიაში კი კვრაცხლბეკზე საბა ქარდავა ავიდა, რომელმაც ანალოგიური გზა განვლო, ნახევარფინალში წააგო და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კვიპროსელი იანის ანტონიუს აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე 17 ძიუდოისტით იასპარეზა და ზემოხსნებული 3 მედალი მოიპოვა (1 ოქრო, 2 ბრინჯაო), რითაც გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

0.14034