„იუვენტუსმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი, 2021-22 წლების სეზონის მესამე სათამაშო ფორმა წარმოადგინა. მაისურა სამფეროვანია: ყვითელი, ლურჯი და თეთრი. ასეთი ფერის ეკიპირება „ბებერ ქალბატონს“ ადრც ეცვა ხოლმე. კერძოდ, 1983-84 წლების თასების მფლობელთა თასის ფინალში, როცა მიშელ პლატინის „იუვენტუსმა“ „პორტუს“ 2:1 მოუგო.
პირველად ამ ფორმას მასიმილიანო ალეგრის შეგირდები დღეს, 19 აგვისტოს მოირგებენ, თავისივე ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.
იტალიის სერია A-ს პირველ ტუში კი, 22 აგვისტოს, „იუვე“ „უდინეზეს“ ეწვევა.