„ბარსელონას“ ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს და „იუვენტუსში“ დაბრუნდება - გვამცნობს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
„პიანიჩს „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს და ბიანკონერის წინადადებას ელის. მისი აგენტი, ფალი რამადანი იტალიაში იმყოფება და ტურინულ კლუბთან საუბრობს. პიანიჩი „ბარსელონას“ ამ ზაფხულს დატოვებს.“ - წერს სკირა.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ბოსნიელი „იუვენტუსიდან“ „ბარსელონაში“ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა და კატალონიურ კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეალურად ეს ბიჭი ბარსამ ვერ გამოიყენა...