ფეხბურთი

10:53 | 19.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: „ვიმედოვნებ, „ბარსელონაში“ მინიმუმ კიდევ 100 მატჩს ვითამაშებ“

„ბარსელონას“ ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, კვირას პრიმერას პირველ ტურში, „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ (4:2), კატალონიური კლუბის მაისურა მეასედ მოირგო.

„მიხარია, რომ ასეთ ნიშნულს მივაღწიე. ვიმედოვნებ, „ბარსელონაში“ მინიმუმ კიდევ 100 მატჩს ვითამაშებ, რათა ისტორიაში შევიდე. მინდა კლუბს დავეხმარო, როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთ.“ - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს „ბარსას“ პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

0.112459