ფეხბურთი

17:17 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ალესანდრო ფლორენცის დაიმატებს

იტალიის ნაკრებისა და "რომას" ფეხბურთელი ალესანდრო ფლორენცი "მილანში" ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და უახლოეს ხანში დაიხურება.

"როსონერი" 30 წლის მცველს ერთწლიანი იჯარით დაიმატებს და ამის სანაცვლოდ 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის. ლომბარდიულ გრანდს 2022 წელს გამოცდილი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

ფლორენცი „რომას“ აკადემიის აღზრდილია და კარგა ხანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ბოლო ორი სეზონი იჯარით ჯერ „ვალენსიაში“ და მერე „პარი სენ ჟერმენში“ გაატარა. შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ფლორენცი იტალიის ნაკრებთან ერთად ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. მას „სკუადრა აძურაში“ 45 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.121251