ნაციონალურიო საკალათბურთო ასოციაციის დაწყების თარიღი ცნობილია. NBA სტარტს 19 ოქტომბერს აიღებს და პირველ დღეს ორი შეხვედრა გაიმართება. „ლოს ანჯელეს ლეიიკერსი“ „გოლდენ სტეიტს“ ხოლო „მილუოკი ბაქსი“ – „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდება.
ცნობილია ასევე წინა სასეზონო მატჩების დაწყების თარიღიც. 3 ოქტომბერს კევინ დურანტის „ბრუკლინ ნეტსი“ სტეიპლის ცენტრში ლებრონ ჯეიმსის „ლოს ანჯელესს ლეიკერსს“ შეხვდება. გუნდები ხუთ შეხვედრას ჩაატარებენ და სრული განრიგის ნახვა შეგეძლებათ აქ.
აქვე გეტყვით, რომ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი ძველ ფორმატს დაუბრუნდება და გუნდები 72-ის ნაცვლად 82 მატჩს ჩაატარებენ, რომელიც 10 აპრილს დასრულდება. ზუსტად ორ დღეში კი Play-In-ის ტურნირი დაიწყება და სამ დღეს გასტანს - ამ შემთხვევაში ფორმატი კი უცვლელი დარჩება.
ნაციონალური საკალათბურთო ასიციაციის პლეი ოფი 16 აპრილს აიღებს სტარტს, ხოლო ფინალური სერია 2 ივნისს დაიწყება და იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულის გამოსავლენად 7 მატჩის გამართვა გახდა საჭირო, 19 ივნისს დასრულდება.