ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მასთან დაკავშირებული სატრანსფერო ჭორები უარყო. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ლაპარაკია, რაც უპატივცემულობა მის მიმართა და ყველა სხვა კლუბის მიმართ, რომლებიც ამ ჭორებშია ნახსენები.
„ვინც მიცნობს, იცის რამდენად ორიენტირებული ვარ ჩემს საქმეზე. ნაკლები ლაპარაკი და მეტი მოქმედება - ეს არის ჩემი დევისი კარიერის დასაწყისიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო დროს ითქვა და დაიწერა, უნდა გამოვხატო ჩემი პოზიცია. ეს უფრო მეტია, ვიდრე უპატივცემულობა ჩემს მიმართ, როგორც კაცისა და ფეხბურთელის მიმართ. უგუნური ხერხი, რომლითაც მედიაში ჩემს მომავალზე საუბრობენ, უპატივცემულობაა ყველა კლუბის მიმართ, რომელიც ჩართულია ამ ჭორებში, ასევე მათი ფეხბურთელებისა და თანამშრომლების მიმართ.
ჩემი ისტორია მადრიდის რეალში დაწერილია და ის დაიწერა სიტყვებით, რიცხვებით, თასებით, ტიტულები და რეკორდებით. ეს ყველაფერი არის „სანტიაგო ბერნაბეუს“ მუზეუმში და ასევე ყველა გულშემატკივრის გონებაში. მიღწეულის გარდა, იმ 9 წლის განმავლობაში მქონდა ღრმა სიყვარული და პატივისცემა რეალის ფანების მიმართ, რომელსაც დღემდე ვიტოვებ და რომელსაც ყოველთვის დავაფასებ. ვიცი, რომ მადრიდის რეალის ფანები ჩემს გულში იქნებიან, მე კი მათ გულებში.
ესპანეთში ამ უახლესი ამბის გარდა, ხშირი იყო ამბები და ისტორიები ჩემზე, რომლის მიხედვით ვასოცირდებოდი სხვადასხვა ლიგის უამრავ კლუბთან და არავის ჰქონია მცდელობა სიმართლე გაევრცელებინათ. ახლა დუმილს ვარღვევ იმის სათქმელად, რომ არ შემიძლია უფლება მივცე ხალხს გააგრძელონ ჩემი სახელით თამაში. მე კონცენტრირებული ვარ ჩემს კარიერასა და ჩემს საქმეზე. ერთგული და მომზადებული ვარ ყველა იმ გამოწვევისთვის, რომლიც წინაშეც უნდა აღმოვჩნდე. სხვა დანარჩენი? სხვა ყველაფერი მხოლოდ ლაპარაკია“, - დაწერა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „რეალს“, „პარი სენ ჟერმენს“ და „მანჩესტერ სიტისაც“ უკავშირებენ. თუმცა, ფეხბურთელმა გავრცელებული ცნობები არ დაადასტურა და საკმაოდ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია.