მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კლუბის ხელმძღვანელობას კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება მოსთხოვა.
იტალიელი სპეციალისტი ესპანური გამოცემის, El Chiringuito-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ყველაფერი უარყო.
„კრიშტიანუ „რეალის“ ლეგენდაა და მის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას ვაფიქსირებ, მაგრამ არასდროს მიფიქრია მის ტრანსფერზე. წინ ვიყურებით“, - დაწერა სოციალურ ქსელში აჩნელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ანჩელოტისთან ერთად „რეალში“ 2013-2015 წლებში მუშაობდა.