იტალიის თასზე გენუის "სამპდორიამ" "ალესანდრია" 3:2 დაამარცხა და ფაბიო კუალიარელამ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. 38 წლის ფეხბურთელმა, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა (0:1) ქუსლით ულამაზესი გოლი ჩვეულ სტილში შეაგდო. მას მსგავსი გოლები კარიერაში არაერთხელ გაუტანია.