ფეხბურთი

12:25 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკამ „არსენალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - გვამცნობს Sky Sports.

წყაროს ინფორმაციით, კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდა და 2024 წლამდეა გათვლილი. ძველ ხელშეკრულებას 2023 წლის 30 ივნისს ეწურებოდა ვადა.

მოლაპარაკების თანახმად, შვეიცარიის ნაკრების კაპიტანს ხელფასი გაეზარდა.

ცოტა ხნის წინათ ჯაკას „რომას“ უკავშირებდნენ, მაგრამ გარიგება ვერ შედგა.

0.108872