ფეხბურთი

15:45 | 16.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანისარესი მამარდაშვილზე: "ამ მომენტში ნათელია, ვინ უნდა იყოს ძირითადის მეკარე"
"ვალენსია" გიორგის გამოსყიდვას წლის ბოლომდე გეგმავს

ესპანური „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის გამოსყიდვას მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, „ღამურები“ გარდა იმისა, რომ კმაყოფილები არიან ქართველი კიპერის თამაშით, ამას ნაკლები გამოსასყიდი ფასის გამოც გააკეთებენ.

მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა „დინამო თბილისიდან“ 1 მილიონი ევროა, მაგრამ თუ ესპანელები ამას 2021 წლის ბოლომდე გააკეთებენ, უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე 2022 წლის ზაფხულში.

ამავდროულად, „ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა მამარდაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში რადიო მესტალიას ჟურნალისტმა ივან განდიამ კანისარესს ჰკითხა, მისი აზრით, ვინ უნდა იყოს „ვალენსიას“ ძირითადი მეკარე იმ 4 კარის დარაჯიდან, რომელიც გუნდშია (მამარდაშვილი, იასპერ სილესენი, კრისტიან რივერო, ხაუმე დომენეკი). კანისარესმაც კითხვას უპასუხა:

„ამ მომენტში სადებატოს ვერაფერს ვხედავ. არის ერთი, რომელმაც ეჭვები გაფანტა, მოგვიანებით კი ვნახოთ“, - დაწერა ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ლა ლიგაში „ხეტაფესთან“ შედგა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (1:0) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, მან პრესეზონზეც გამოიჩინა თავი და 4 მატჩიდან სამჯერ კარი მშრალად შეინახა.

გიორგი მამარდაშვილს საქართველოს ნაკრებში ჯერჯერობით არ უთამაშია. ვილი სანიოლი მას ბოლო პერიოდში გუნდში იძახებდა, მაგრამ სათამაშო დრო არ მიუცია. ესპანური მედია წერს, რომ 5 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრებთან საქართველოს ნაკრების კარი შესაძლოა მამარდაშვილმა დაიცვას.

0.138413