ამერიკელი სპრინტერი შა’ქარი რიჩარდსონი, რომელიც მარიხუანს გამო, ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ გამოვიდა, პრეფონტენის კლასიკურ შეხვედრაზე იასპარეზებს, სადაც 100 მეტრზე სპრინტში, იამაიკელ მორბენლებთან პაექრობა მოუწევს.
შეჯიბრი 21 აგვისტოს ჩატარდება და 21 წლის ამერიკელი იმ იამაიკელების წინააღმდეგ იასპარეზებს, რომლებმაც ტოკიოში სამივე მედალი დაისაკუთრეს. ესენი არიან ელეინ თომპსონ-ერა (ოლიმპიური ჩემპიონი), შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი და ტოკიოში ვერცხლის მფლობელი) და შერიკა ჯეკსონი (ბრინჯაოს პრიზიორი).
„შა’ქარისთვის, ეს ამერიკის ოლიმპიური შესარჩევის შემდეგ, პირველი გამოსვლა იქნება და ის ტავის დაზოგვას არ აპირებს. ის დომინირებას აპირებს და სულ არ ანაღვლებს, თუ ვის წინააღმდეგ უწევს გამოსვლა“, - ამბობს სპრინტერის წარმომადგენელი.
რიჩარდსონის სახელმა პირველად 2019 წელს გაიჟღერა, როდსაც შტატ ლუიზიანას უნვერსიტეტში ასპარეზობისას, 100 მეტრზე სპრინტი, ამერიკის სტუდენტთა რეკორდული დროით მოიგო. სამი წლით ადრე, მას იუნიორთა ოლიმპიადა აქვს მოგებული. ტოკიოში ის ოქროს მედლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარიხუანას გამო, მისი აღმასვლა შეფერხდა და ის ტოკიოში ვერ გაემგზავრა.
შა’ქარიმ აშშ-ის ოლიმპიური შესარჩევი ტურნირი 10.72 წამით მოიგო. თომპსონ-ერა კი ოლიმპიური ჩემპიონი კიდევ უფრო უკეთესი დროით (10.61 წამი) გახდა. ამ შედგით, მან ლეგენდარული ფლორენს გრიფიტ-ჯოინერის ოლიმპიური რეკორდი (10.62 წამი, რომელიც ფლო-ჯომ სეულის 1988 წლის ოლიმპიადაზე დაამყარა) გააუმჯობესა.
თომპსონ-ერა 100 მეტრზე სპრინტში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ასევე ორ ოქროს ფლობს 200 მეტრზე სპრინტში და ერთს - 4X100 მეტრზე ესტაფეტაში. რაც შეეხება ფრეიზერ-პრაისს, მასაც 100 მეტრზე სპრინტში ორი ოლიმპიური ოქრო (პეკინსა და ლონდონში) აქვს მოპოვებული და ერთ ოქროს კი 4X100 მეტრზე ესტაფეტაში დაეუფლა.