ფეხბურთი

11:02 | 16.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: "ბარსელონაში" ბავშვობიდან ვთამაშობ და დროა დავუბრუნო ყველაფერი, რაც მომცა"

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ „სოსიედადთან“ (4:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი მცველის განცხადებით, მან ხელფასი იმიტომ შეიმცირა, რომ „ბარსა“ მშობლიური გუნდია, რომელმაც ყველაფერი მისცა და ახლა დროა, ვალი უკან დაუბრუნოს.

“დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ან კვირებში სხვა კაპიტნებიც (სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, ჟორდი ალბა - რედ) მიაღწევენ შეთანხმებას კლუბთან ხელფასის შემცირებაზე. ჩვენ ყველანი სახლიდან ვართ, ამ კლუბში თამაში ბავშვობაში დავიწყეთ და ახლა უნდა დავუბრუნოთ ყველაფერი, რაც მათ მოგვცეს. მე აქ გავიზარდე, ცხოვრების უმეტესი ნაწილი „ბარსელონაში“ გავატარე. პირველი ვიყავი, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, რათა მემფისის და ერიკ გარსიას რეგისტრაცია მომხდარიყო, მაგრამ ეს ყველაფერი დანარჩენ სამ კაპიტანთან განვიხილე, რომელთაც ასევე სურთ კლუბის დახმარება.

„სოსიედადთან“ თამაში? ბოლოს ყველაფერი გართულდა, მაგრამ ზოგადად ვფიქრობ, შესანიშნავი მატჩი იყო, რომელსაც 80 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. გამარჯვებით სეზონის დაწყება ძალიან პოზიტიურია.

ლეო მესის ფიგურა ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ის რომ ლეო აქ არ არის, ნიშნავს, რომ ხარისხი მოგვაკლდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბედნიერი ვარ, რომ შეტევაშიც და დაცვაშიც, მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, ძალიან კარგად ვითამაშეთ“, - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ მეორე ტურში 21 აგვისტოს, სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

0.114517