სხვა

3:01 | 16.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მუჰამედ ალის შვილიშვილმა პროფესიონალის კარიერა ნოკაუტით დაიწყო

ლეგენდარული მუჰამედ ალის შვილიშვილმა, ნიკო ალი ვოლშმა, თავისი პროფესიონალური კარიერა ნოკაუტით მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო. 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მისი დიდი ბაბუა ცოცხალი აღარაა და 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიდმა ალიმ რინგზე ბოლო ბრძოლა გამართა. და 60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უფროსმა ალიმ პროფესიონალურ რინგზე პირველად იბრძოლა.

და აი, მისმა 21 წლის შთამომავალმა, კარიერა ისე დაიწყო, როგორც ალის გვარის მოკრივეს უნდა დაეწყო. ქალაქ ტულსას (შტატი ოკლაჰომა) კაზინო „ჰარდ როკში“ გამართულ რინგზე, საშუალო წონის (72.5 კგ) ბრძოლაში, მან პირველივე რაუნდში ნოკაუტი აგემა ვინმე ჯორდან უიკსს.

როგორც ამბობენ, ნიკო ბაბუასავით ნიჭიერი მოკრივე არაა. თუმცა ფაქტია, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახსნელად, მწვრთნელი შუგარჰილ სტიუარდი თავის შეგირდს „აბსოლუტურ ახალბედად“ მოიხსენიებდა. ცნობისათვის, ალი ჯერ რომის ოლიმპიადის (1960 წელს) ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში, მალე კი პროფესიონალურ რინგზე დაიწყო გამოსვლა.

მწვრთნელის დახმარების მიუხედავად, ნიკო ალი წოლში ამბობს, რომ ბრძოლის წინ უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას გრძნობდა. ის აღიარებს, რომ მეტოქეს, საკრივო ხელოვნების თვალსაზრისით, სრული არარაობა შეურჩიეს. საერთო ჯამში, ნიკომ გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.

0.141343