ფეხბურთი

10:29 | 16.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვი "კრასნოდარის" ინტერესის სფეროშია

„დინამო ბათუმისა“ და საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი რუსული „კრასნოდარის“ ყურადღების ცენტრში მოხვდა. როგორც ინსაიდერი ნობელ არუსტამიანი იტყობინება, 19 წლის მცველს „კრასნოდარი“ სერიოზულად აკვირდება.

ამ ეტაპზე სხვა დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. აზაროვის მიმართ დაინტერესებას ბელგიური „ბრიუგე“ და ზაგრების „დინამოც“ იჩენენ.

ახალგაზრდა ფეხბურთელი „დინამო ბათუმს“ მიმდინარე წელს შეუერთდა და 26 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ირაკლი „დინამო თბილისის“ რიგებში თამაშობდა.

აზაროვი მარტში ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა, დებიუტი კი ივნისში, რუმინეთთან სპარინგში (2:1) ჰქონდა, როდესაც შეუცვლელად ითამაშა.

0.121437