კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენის“ მორიგი წინადადება კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით უარყო. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იტყობინება.
როგორც მადრიდული გამოცემა წერს, პსჟ-მ მბაპეს სეზონში 36 მილიონი ევრო და კონტრაქტის 6 წლით განახლება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ფრანგ ფეხბურთელს კლუბის დატოვება ლიონელ მესის ტრანსფერის მიუხედავად, ისევ სურს.
კილიანის სურვილია, რომ კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს, რომელიც ასევე დაინტერესებულია მისი დამატებით. ფრანგს პარიზელებთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონში მბაპემ „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში 2 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.