რაგბი

16:47 | 15.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

რაგბის კავშირის გამგეობის ყრილობის დასაწყისში, კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ დამსწრე საზოგადოებას სწორედ ლევანის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და უკვე პირადად შეძლო კომუნიკაცია. უახლოეს პერიოდში კი, ექიმები მისი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, ლევან მაისაშვილი ივლისში, სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები ტესტ-მატჩებისთვის იმყოფებოდა. მაისაშვილის მკურნალობის პროცესი დღემდე იოჰანესბურგის კლინიკაში მიმდინარეობს.

0.11882