უზბეკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ორი ქართული გოლი გავიდა და ორივე ერთ შეხვედრაში. „კიზილკუმის“ ფეხბურთელებმა მათე ვაწაძემ და გიორგი კუხიანიძემ გაიტანეს.
ვაწაძემ ანგარიში მეცხრე წუთზე გახსნა და მას საგოლე პასი ელგუჯა გრიგალაშვილმა გაუკეთა. მე-60 წუთზე მატე პენალტი მოიპოვა და ბურთთან გრიგალაშვილი მივიდა, თუმცა, მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია.
74-ე წუთზე „კიზილკუმი“ მეორედ დაწინაურდა (2:1), ამჯერად გიორგი კუხიანიძემ გაიტანა, თანაც საოცრად ლამაზი გოლი, საჯარიმოს მისადოგმებიდან უძლიერესად და ფანტასტიკურად დაარტყა. მიუხედავად ამისა, ქართველი ფეხბურთელების გუნდმა მაინც ვერ მოიგო და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
მათე ვაწაძეს უზბეკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ელგუჯა გრიგალაშვილის აქტივში 13 თამაში და 4 გოლია, ხოლო გიორგი კუხინიაძემ მე-15 შეხვედრაში პირველად გაიტანა. „კიზილკუმი“ 25 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.