თურქული „ჰატაისპორის“ რიგებში საბა ლობჟანიძემ სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა. სუპერლიგის პირველ ტურში ქართველმა ნახევარმცველმა თანაგუნდლეები მარცხისგან იხსნა.
„ჰატაისპორი“ შინ „ქასიმპაშასთან“ მარცხდებოდა (0:1), როცა ლობჟანიძე თამაშში ჩაერთო. ეს 64-ე წუთზე მოხდა, ხოლო 8 წუთში ანგარიში გაათანაბრა. საბამ საგოლე შეტევა თავად წამოიწყო და თავადვე დააგვირგვინა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და მატჩი 1:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, საბა ლობჟანიძე „ჰატაისპორს“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „ანკარაგიუჯუდან“ შეუერთდა. მომდევნო ტურში ის და მისი თანაგუნდელები სტამბოლის „გალათასარაის“ დაუპირისპირდებიან.