ფეხბურთი

21:55 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ჩემპიონი „ლილი“ „ნიცასთან“ განადგურდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა, „ლილმა,“ „ნიცას“ უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.

დუბლი მიითვალა ყოფილმა აიაქსელმა, კასპერ დოლბერგმა. მან პირველივე წუთზე გახსნა აგარიში და ბოლო, მეოთხე გოლი გაიტანა. შუალედში კი თავი ჰიშამ ბუდაუიმ და ამინ გუირიმ (პენალტით) გამოიჩინეს.

ორი ტურის შემდეგ „ლილს“ მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ცხრილში მე-16 ადგილზეა.

თეგებილილინიცა
0.134365