ფეხბურთი

19:54 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკოს "უოტფორდმა" პრემიერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ინგლისის პრემიერლიგაში ჩისკოს „უოტფორდმა“ წარმატებული სტარტი აიღო და ესპანელმა სპეციალისტმა სადებიუტო თამაშის მოგება ინგლისის მთავარ დივიზიონში მოახერხა.

„უოტფორდმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ უმასპინძლა და პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდა. მასპინძლებმა 67-ე წუთზე „ვილა პარკელებს“ მესამე გოლი გაუტანეს და ყველაფერი გადაწყვიტეს.

„ასტონ ვილამ“ მაინც შეძლო თამაშის დაძაბვა, ორი გოლი გაქვითა, თუმცა, მეტი ვეღარ გაახერხა და „უოტფორდმა“ 3:2 იმარჯვა. ამრიგად, „დინამო თბილისის“ ყოფილმა მწვრთნელმა პრემიერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, ჩისკომ „დინამო“ გასული წლის ბოლოს დატოვა და „უოტფორდი“ ჩაიბარა, რომელიც ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა, ახლა კი სეზონი 3 ქულით დაიწყო.

0.117958