სხვა

2:55 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ჰეი ბრუნდება

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, 40 წლის ბრიტანელი დევიდ ჰეი, სამწლიანი პაუზის შემდეგ, რინგს უბრუნდება და პირველ ბრძოლას, ჯოი ფურნიესთან გამართავს.

ჰეი მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი (WBA-ის ვერსიით) 2009 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც რუსი ნიკოლაი ვალუევი დაამარცხა. 2018 წელს კი, თანამემამულე ტონი ბელიუსთან რემატჩის წაგების შემდეგ, რინგი დატოვა. მას პროფესიულ რინგზე 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 28 მოიგო, მათგან 26 ნოკაუტით. მძიმე წონის გარდა, ასევე იყო კრეისერის წონის (91 კგ) ჩემპიონი.

ფურნიე გართობის სექტორის ბიზნესმენია და ღამის კლუბების ბიზნესში მუშაობდა, შემდეგ კი პროფესიულ რინგზე გამოსვლა დაიწყო. მას 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო.

„ეს დაბრუნება არაა. კრივში დონეებია. მოკრივე თავის ზოლში უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამარცხება არ ასცდება. სულ რაღაც 10 წლის წინათ, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი. ახლა ორმოცის ვარ. ჯოი გზააბნეულია. ჩემპიონად უნდა დაიბადო, ამ წოდებას ვერ იყიდი“, - ამბობს ჰეი.

წყვილმა მოილაპარაკა, რომ შეხვედრა რვა რაუნდად ჩაატარონ. ისინი ბრძოლას 11 სექტემბერს, ლოს ანჯელესის სტეიპლს სენტერში გამართავენ. იმ საღამოს, რინგზე კრივის ლეგენდა, 48 წლის ოსკარ დე ლა ჰოიაც ავა, ვინც UFC-ს ყოფილ ჩემპიონს, ვიტორ ბელფორტს დაუპირისპირდება.

0.113922