ფეხბურთი

22:22 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" ვესტერგორი დაიმატა

დანიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "საუთჰემპტონის" ყოფილი მცველი იანიკ ვესტერგორი კარიერას "ლესტერში" გააგრძელებს. როგორც "მელიების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სკანდინავიელმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის სანაცვლოდ "წმინდანებმა" 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს.

იანიკის ტრანსფერი მოსალოდნელი იყო, რადგან ინგლისური გამოცემები ვესტერგორს "ლესტერს" უკავშირებდნენ, რადგან დანიელი კლუბს ტრავმირებული ვესლი ფოფანას შემცვლელად უნდოდათ. ვესტერგორი "საუთჰემპტონის" რიგებს 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 79 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

0.120859